logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი მიღწევით დაამტკიცა, რომ ის ერთგულია იმ პროევროპული არჩევანის, რომელიც მის ხალხს აქვს გაკეთებული
- +

12 ოქტომბერი. 2023. 00:31

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი მიღწევით დაამტკიცა, რომ ის ერთგულია იმ პროევროპული არჩევანის, რომელიც მის ხალხს აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ზონაში.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი მიღწევით დაამტკიცა, რომ ის ერთგულია იმ პროევროპული არჩევანის, რომელიც მის ხალხს აქვს გაკეთებული ეს იყო ქართული ოცნების მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი ძირეული რეფორმის შედეგად მიღწეული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასევე, ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. თითქოს დაგვავიწყდა კიდეც, როდის ვიდექით ვიზისთვის რიგებში გაუსაძლის პირობებში სხვადასხვა ევროპის ქვეყანაში როცა გვსურდა წასვლა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ზონაში. ჩვენ ასევე იმდენი რეფორმა განვახორციელეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ დღეს ყველა ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურები ადგენენ, როდესაც სხვა ქვეყნებს ადარებენ, საქართველო არის ბევრად წინ თავისი რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციის ხარისხით. შესაბამისად, ეს მთავრობა ვერ იქნება ვერაფერი სხვა, თუ არა პროევროპული. ამას დავამატებ ასევე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთთან მოგებულ დავებს, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სამართლებრივი გზით რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. ეს ის დავები იყო, რომლებიც წინა ხელისუფლებას იმდენად არაკომპეტენტურად ჰქონდა ნაწარმოები, რომ დავები პრინციპში წაგებისთვის იყო განწირული და ძალიან ბევრი მტკიცებულებების შეგროვებისა და შრომის შედეგად შემოვატრიალეთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner