logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გაცოცხლებული მუმია სააკაშვილის „ცხელი შემოდგომის“ ჩაშილაფლავების უკვე იმდენად აშკარა სუნი გვცემს, რომ ჩინეთის შემდეგ, დღეს ვიქტორ ორბანის „ჩქმეტასაც“ შეეცადნენ
- +

12 ოქტომბერი. 2023. 00:39

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ჩაკ შუმერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის ამსახველი ფოტოს შესახებ პოლიტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

 

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, სი ძინპინს, სავარაუდოდ, არავითარი ინტერესი არ ჰქონდა ამერიკელ პოლიტიკოსთან შეხვედრისას, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში აშკარა ინტერესით დახვდნენ.

 

 

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ჩაკ შუმერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ყველაფერი შესანიშნავია: პოზა, მოხრილობის კუთხე, ხელის ჩამორთმევის მანერა. შეგიძლიათ შეადაროთ ირაკლი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრის ფოტოებს. რატომღაც გამახსენდა ეგვიპტეში ჩვენი ფულით, ტრადიციულად „კონტრაბანდულად“ ჩასული სააკაშვილი, რომელმაც 2012 წლის დეკემბერში კაიროს ეროვნულ მუზეუმში ფარაონ რამზესის სარკოფაგი გაახსნევინა, რათა ცოცხალი ბელადის პოზიციებიდან - მუმიფიცირებული ბელადის მარჯვენას მთხვეოდა.

 

 

ეს ხელზე ამბორი „უკუღმად“ დაუტრიალდა - ცოცხალი ორგანიზმის ენერგია ვერ გადავიდა მუმიაში და ვერ გააცოცხლა იგი. სამაგიეროდ რამზესის ენერგია გადავიდა მიშაში და თანდათანობით, თვით სააკაშვილის მუმიფიცირებას შეუწყო ხელი და მის პარტიასაც გვამური ლაქები დაეტყო. ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკელი კონგრესმენების პეკინში ვიზიტის ლამის პარალელურად, მიღებული დავალების თანახმად, უსუფაშვილ/ხიდაშელის აგენტურული ტანდემი საქართველოში ანტიჩინური ისტერიით იყო დაკავებული - აბსოლუტური სიგიჟე, სიურრეალიზმი და აგონია.

 

 

რა ჩემი საქმეა და ეჭვიც მეპარება, სი ძინპინს რაიმე ინტერესი ჰქონდეს ამერიკელ „ჩერნენკოსთან“ შეხვედრის თვალსაზრისით - ამ ორ ლიდერს შორის დღეს იმხელა სიდიდის უფსკრულია გაჭიმული, როგორიც ჩვენს ამერიკელ აგენტებსა და მათ მიერ ჩინეთის „ჩქმეტას“ სურვილს შორის. გაცოცხლებული მუმია სააკაშვილის „ცხელი შემოდგომის“ ჩაშილაფლავების უკვე იმდენად აშკარა სუნი გვცემს, რომ ჩინეთის შემდეგ, ისინი დღეს ვიქტორ ორბანის „ჩქმეტასაც“ შეეცადნენ - უნგრეთის ლიდერის ჩამოსვლა კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროპული ოჯახისაგანო. აქ უკვე კინოციტატით მინდა დავასრულო: „აფრენთ ხოლმე? კიო, ვაფრენთო! ნუ... გააფრინეთ, გააფრინეთ!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner