ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზას სექტორში გაეროს პალესტინელი დევნილების დახმარების ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს (UNRWA) 11 თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან: 5 მასწავლებელი, გინეკოლოგი, ინჟინერი, ფსიქოლოგი და დამხმარე აპარატის 3 თანამშრომელი.
თავის მხრივ, წითელ ჯვარსა და წითელ ნახევარმთვარეში (IFRC) განაცხადეს, რომ მათი 5 წევრი დაიღუპა - 4 ღაზაში, 1 კი ისრაელში.