logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დღეს პალესტინისა და ჰამასის მოკავშირეები არ უყურებენ მათ რა ჩაიდინეს, ახლა უყურებენ ღაზაში როგორი ნგრევა მიდის, ეს მათთვის ძალიან მომგებიანია, რომ შემდგომი პროცესები განავითარონ
- +

12 ოქტომბერი. 2023. 01:47

"დღეს პალესტინისა და ჰამასის მოკავშირეები არ უყურებენ მათ რა ჩაიდინეს, ახლა უყურებენ ღაზაში როგორი ნგრევა მიდის და ეს ქმნის მათ განწყობებს. ეს მათთვის არის ძალიან მომგებიანი იმისთვის, რომ შემდგომი პროცესები განავითარონ," - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი იზრდება.

 

 

„საკმაოდ რთული რეგიონია, ბევრი აქტორის ინტერესები იკვეთება, როგორც დიდი, ასევე რეგიონული სახელმწიფოების და კავშირები არის ძალიან გადახლართული. რაც შეეხება გაფართოებას, დღეს ამაზე პასუხს ვერავინ იძლევა, თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლო 20-30 წლის ანალიზი რომ გავაკეთოთ, ხშირად იყო მოლოდინი, რომ ღაზასთან დაპირისპირების დროს ჩაერეოდა ჰეზბოლა, ირანი, მაგრამ არ მომხდარა. ის რაც დღეს ისრაელში ხდება, საკმაოდ აძლიერებს მუხტს მუსლიმურ სამყაროში. ჩვენ ვხედავთ გამოხმაურებებს, ფაქტობრივად, დუღს მსოფლიო და შესაძლოა ირანს და სხვა ქვეყნებს ამ ეტაპისთვის, არც კი ჰქონდეთ გეგმაში ჩართვა, ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ ომის გაფართოების შიში გვაქვს, რადგან თუ მოხდა გაფართოება და ისრაელს მოუწია რამდენიმე სახელმწიფოსთან დაპირისპირება, აქ უკვე სხვა საშიშროებებია, ეს რეგიონული ომი ერთი საფრთხე, რომელშიც შეიძლება გადაიზარდოს და შეიძლება გაცილებით მწვავე სცენარი მივიღოთ. რა თქმა უნდა, რისკი იზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების, თუ ისრაელი დადგება სახელმწიფოს გადარჩენისა და ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე, ბირთვულ იარაღს იმისთვის არ ქმნიან და ინახავენ, რომ არ გამოიყენონ. დღეს პალესტინისა და ჰამასის მოკავშირეები არ უყურებენ მათ რა ჩაიდინეს, ახლა უყურებენ ღაზაში როგორი ნგრევა მიდის და ეს ქმნის მათ განწყობებს. ეს მათთვის არის ძალიან მომგებიანი იმისთვის, რომ შემდგომი პროცესები განავითარონ“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner