logo_geo
eng_logo
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 10:25

 

 

სოფლის განვითარების სააგენტოსა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

 

პროგრამის დახმარებით,  ქალ ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.  საპილოტე პროგრამა ჩოხატაურის, ვანის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება;   პროგრამაში რეგისტრაცია 20 ნოემბერს  დაიწყება.

 

ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ.

 

პროგრამა საპილოტე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ  ქალებს შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

 

,,საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, გასულ წელს, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში  განხორციელდა; პროგრამის  ფარგლებში,  38  ქალს  828,595  ლარით სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაუფინანსდათ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner