logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი არა, შაშა-კოლა და იხვის ტოლმა!
- +

12 ოქტომბერი. 2023. 12:23

 

 

მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ოფისის გახსნას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„საქართველოს პრეზიდენტი არა, შაშა-კოლა და იხვის ტოლმა!

 

მაინც გაუხსნეს ბელადს თავისსავე ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი უბორნია, ამ ოხრებმა!

 

ზოგს ჰგონია, „ვივამედში'' გაუხსნეს... არა, უკვე გითხარით, თავის ბობლიოთეკაში-მეთქი. არადა, ეგ ისეა ბიბლიოთეკა, როგორც ბადიაურის ტრასის მიმდებარედ აშენებული ტუალეტი - კონსერვატორია.

 

ჰმ... უწიგნო ბიბლიოთეკა სადმე გინახავთ?

*****

სააკაშვილის საშინაო და საგარეო წარმომადგენელმა, სოფიკო ჯაფარიძემ, ვინიტუ ინჩუჩუნას ასულს რომ დამსგავსებია, თავისი „ხავერდოვანი“ ხმით გამოაცხადა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაგვავიწყდა, ძალიან ცდებაო... აი, ახლა კი იწყება თავდავიწყებაო... სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებასო.

 

ვინიტუ ინჩუჩუნას ასულს ფონად ვიღაც მუმიები დაუყენეს, ეგრე უფრო პომპეზურად გამოჩნდებიო. მუმიები არც განძრეულან, არც თავები გაუქიცინებიათ, არც ტუჩები აუტმუკნიათ... ან კი რანაირად გაინძრეოდნენ? როდის იყო, მუმიები ტუჩებს იტმუკნიდნენ, ან კიდე თავებს აქიცინებდნენ?!

 

*****

გიულ-გიულ ოღლიმ კი არა და... გიულ-დედულიმ ისევ გამოფინა თავისი ორიგინალური ტანისამოსი. ავი ენები იძახიან, 4500-დოლარიანი პულოვერი ეცვაო. ისე, თუ ცოტა ვერლავეს არა ხარ, ემაგ ძონძში 4500 დოლარი, თუნდაც ლარი, თუნდაც შაური რათ უნდა მისცე? საღამოს ტელევიზორში გამოლაგდებიან და დაიწყებენ, საქართველოში ყოველი მეორე ბავშვი შიმშილობსო... არა, კი იციან, რომ არ შიმშილობს, მაგრამ ეგრე აწყობთ. თუ ეგრეა, შე იმნაირო, რაღა ძონძებში ხარჯავ მილიონებს, მშიერი ბავშვები დააპურე... რა, ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გასაკეთებელია?!

 

****

ბელადის საზოგადოებრივ უბორნიაში, რატომღაც მისაღებს რომ უწოდებენ, რონალდ რეიგანის ბიუსტიც დაუდგამთ.

ნეტავ რა შუაშია აქ რეიგანი?

 

ისე, მაგის ადგილას მიხეილ სააკაშვილის ბაბუის (მამის მხრიდან) ბიუსტი რომ დაედგათ, უფრო მიესადაგებოდა. კაცი ხშირად პუბლიცისტობდა, თავისი წერილები დასაბეჭდად „ლიტერატურულ საქართველოში“ მიჰქონდა და თან ტრაბახობდა, სომეხი რო ეგეთ მაგარ რაღაცებსა ვწერამ, ქართველი რო ვიყო, რაღას ვიზამდიო? იციან ძველებმა ეს ამბავი და არც მალავენ.

 

ჰოდა, დაუდგით იმ სომეხ კაცს ძეგლი თუ არა, ბიუსტი მაინც თავისი შვილიშვილის ე.წ. მისაღებში, რისა გრცხვენიათ? რეიგანი არ იყო მაგისი ბაბუა არც ერთი მხრიდან, არც შორეულ ნათესავად ერგებოდა... ბოლო-ბოლო, სად ერეკლე, სად - მიშას პაპის ყურებიანი ქუდი?!

 

*****

 

ალბათ გახსოვთ... მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე ბიბლიოთეკაც აეგრე პომპეზურად გაუხსნეს, მაშინაც იბრიქებოდნენ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო. ახლაც იგივენაირად იბრიქებიან, გამარჯვების ფორმულა უნდა შევიმუშაოთ ხალხთან ერთადო.

 

მოდით, ხალხო, ვაღიაროთ, რააა... ცხოვრება უამათოდ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

 

ნახეთ, ალაყაფზე მიუწერნიათ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიო... განა ყოფილი, ან რამეო? არა, პირდაპირ პრეზიდენტიო.

 

გატყუებენ, ნაცებო, გატყუებენ... ვიცი, გეწყინებათ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, აღარ არი თქვენი ბელადი პრეზიდენტი, არა, 2013-ში რო დავიფრინეთ, იმის მერე წვალობს და ვეღარ დაიხეთქა, ძირი მოუხმა“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner