მასწავლებელთა 85 %-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა - თემას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აფასებს:
„რაც შეეხება მასწავლებელთა ატესტაციის კატასტროფულ შედეგს. მე მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც უკვირთ - საკითხი ისედაც ცხადია და კიდევ უფრო მძიმედ გაცხადდება წლების შემდეგ - რამდენიმე მიზეზის გამო: ქვეყანაში რეალურად არ მომხდარა განათლების სისტემის ზედმიწევნითი რეფორმა, მათ შორის პედაგოგთა კვალიფიკაციის თვალსაზრისით. ვთქვათ მწარე სიმართლე: მასწავლებელთა თემი საარჩევნო თვალსაზრისით მომგებიან ჯგუფად ითვლებოდა და ითვლება. ეს რყვნის დამსაქმებელსაც: თვალს ხუჭავს და ინერციას ინარჩუნებს და დასაქმებულსაც: იცის, რომ ამის გამო მათ სკოლიდან არავინ გააგდებს: ა) ხმების დაკარგვის შიშით ბ) არ არის კადრი, რომლითაც ჩაანაცვლებენ. ეს ბ) პუნქტი შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. ჩემი ორასი კურსელიდან, რომელთა კვალიფიკაციაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, მხოლოდ 5 პროცენტი მუშაობს ამ პროფილით და ისიც პარალელურად რეპეტიტორია. მიზეზი მარტივად ამოსაცნობია: დაბალი ანაზღაურება. იმედს ვიტოვებ, რომ გუშინდელი, მორიგი მკაფიო მარცხის შემდეგ, დაიწყება ფიქრი კომპლექსურ ცვლილებებზე. საკითხი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ სიტყვების უკიდურესად რაციონალური გაგებით", - წერს კეკელიძე.
იხილეთ:
თამარ სანიკიძე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2060