logo_geo
eng_logo
ტედ პო: საქართველო რეგიონში მოწინავეა პრესის თავისუფლების სფეროში
- +

9 სექტემბერი. 2016. 10:49



 

„ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე წინ არის კარგი მმართველობის, ეკონომიკური რეფორმების, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და პრესის თავისუფლების სფეროებში", - ამის შესახებ 7 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ განაცხადა. კონგრესმენის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


თავის განცხადებაში კონგრესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ახორციელებს მტკივნეულ რეფორმებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედით.


მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია, რომლის სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში.


„საქართველო აშშ-ის ღირებული მოკავშირეა", - აცხადებს ტედ პო.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner