„მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ, თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.