logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის კარგი მოლოდინი და სურვილი გვაქვს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 13:18

 

 

მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

 

განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ, თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner