„იმედი მაქვს და შეიძლება ეს ნელ-ნელა წინასწარმეტყველება იყოს, რომ ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, „გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის პრიორიტეტს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ეძებენ გზებს, რათა გააღრმაონ და დააჩქარონ ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაცია, მათ გაწევრიანებამდე.
„რუსულმა აგრესიამ დააბრუნა ომი ევროპაში. ჰამასის ქმედებები არის კაცობრიობაზე შეტევა, რაც გვეგონა არასდროს დაბრუნდებოდა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ისრაელთან ერთად.
გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის პრიორიტეტს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მიანიშნებს, რომ გაფართოება მოხდება მალე. გასული წლიდან გვყავს ახალი კანდიდატები, კერძოდ სამი და ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მიანიჭა კიდევ ერთ ქვეყანას, საქართველოს, რომელსაც შეუძლია, გახდეს კანდიდატი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ევროპულმა საბჭომ დაადგინა.
მოლაპარაკებები გავხსენით ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. კოსოვომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია. თურქეთში არჩევნების შემდეგ ევროპულმა საბჭომ დაავალა კომისიას ახალი სტრატეგია. იმედი მაქვს და შეიძლება ეს ნელ-ნელა წინასწარმეტყველება იყოს, რომ ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით.
ევროკავშირის ლიდერების მკაფიო გზავნილი დაადასტურეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე და იყო მოწოდება გაფართოების დაჩქარებაზე ერთად გადაწყვეტილების მიღებით კანდიდატობისა და პოტენციური კანდიდატობის თაობაზე სამი ქვეყნის შესახებ გასულ ივნისში. ეს კომისია შემადგენლობის დამტკიცებისთანავე იყო და არის ევროკავშირია გაფართოების ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხის მაგიდაზე დასაბრუნებლად და არა მარტო მაგიდაზე, არამედ ლიდერების მაგიდაზე დასაბრუნებლად.
ხედავთ, რომ დღეს გაფართოება უკვე ევროკავშირის სამ ძირითად პრიორიტეტს შორისაა. გაფართოება ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური პროექტია. ეს გეოპოლიტიკური პროექტია რეგიონისთვის. გაფართოება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუციური პროცესია, გაფართოება ინტეგრაციაა. უნდა ვისაუბროთ ნამდვილ ინტეგრაციაზე. ინტეგრაცია ნიშნავს საზოგადოების, ეკონომიკის, ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტეგრაციას. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან - ჩვენ გვინდა, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოების დაჩქარება იწყება ინტეგრაციის დაჩქარებით. ეკონომიკის ინტეგრაცია ევროკავშირის წევრობის მთავარი სარგებელია. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონს სჭირდება ხელმისაწვდომობა ეკონომიკის ზრდის მთავარ წყაროებზე. კანდიდატებს ან წევრობის მისწრაფების მქონე ქვეყნების ლოდინი უწევთ და ეს საკმარისი არ არის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისინი უფრო მეტად დავაახლოოთ. ამიტომ, ვეძებთ გზებს იმისათვის, რომ გავაღრმაოთ და დავაჩქაროთ ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთთან ევროკავშირში მათ გაწევრიანებამდე. ეს არის „ზრდის გეგმა” რომელსაც ვამზადებთ. ეს ნიშნავს ეტაპობრივ ინტეგრაციას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და ეს უნდა მოხდეს გაწევრიანებამდე, რადგან ეს სარგებელს მოუტანს ევროკავშირს და სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთს, ხალხს, ეკონომიკასა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გაფართოების პროცესში არიან და ასევე ჩვენს ეკონომიკას, ხალხსა და საზოგადოებას.
დასავლეთ ბალკანეთთან ეკონომიკურ ინტეგრაციასაც გვინდა ბიძგი მივცეთ. ზრდის გეგმა დასავლეთ ბალკანეთს საშუალებას მისცემს ფოკუსირება მოახდინონ ფუნდამენტურ რეფორმებზე, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. ეს ღირებულებები გაფართოების პროცესის ძირითადი ნაწილია მათი ძალისხმევის სანდობისა და ასევე ჩვენი მხრიდან ძალისხმევის სანდოობის. ამ ძირითადი რეფორმების გატარება აუცილებელია. გაწევრიანებამდე ჩვენ გვინდა უზრუნველყოთ საჭირო ინსტრუმენტებით ეკონომიკური და სოციალური სხვაობის შესავსებად გაძლიერებული ფინანსური კონტრიბუციით, რაც დაეხმარება დასავლეთ ბალკანეთს წევრობისთვის. ზრდის გეგმა ახალი ინსტრუმენტია, რაც დასავლეთ ბალკანეთის ვთავაზობთ. ეს შექმნის პირობებს, რათა ისინი გახდნენ წევრები. ჩვენ არამარტო პარტნიორებს მოვუწოდებთ გადადგან ნაბიჯები, არამედ არამედ ჩვენც ვდგამთ დიდ ნაბიჯებს მათი მიმართულებით, რათა დავაჩქაროთ მათი გზა ევროკავშირისკენ. გაფართოება ჩვენი საერთო ინტერესია. ეს გეგმა არ არის გაწევრიანების პროცესის ჩასანაცვლებლად, ეს არის ინსტრუმენტი გაწევრიანების დასაჩქარებლად“, - განაცხადა ვარჰეიმ.