logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა უპრეცედენტო თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე
- +

12 ოქტომბერი. 2023. 13:48

 

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

შოლცმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ბევრს მუშაობს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.

 

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ყველა მძევლის გასათავისუფლებლად – ისრაელთან მჭიდრო კოორდინაციითა და საჭირო კონფიდენციალურობით“, – დასძინა შოლცმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner