„სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, როგორსაც ახლა უნგრეთისა და ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, როგორსაც ახლა უნგრეთისა და ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ. მისი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ქვეყანას. სრულებით გაუგებარია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა, მათ შორის თავდასხმები მისი მართვის მოდელი იქნება, თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა წილოსანმა.
ამ წუთებში კახეთში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღესვე მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში გუშინწინ ჩამოვიდა.