logo_geo
eng_logo
თურქეთში 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს
- +

9 სექტემბერი. 2016. 10:50



თურქეთში „ქურთისტანის მუშაკთა პარტიასთან" შესაძლო კავშირების გამო 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს.


თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 11 285 მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.


სააგენტო „ანადოლუ" წერს, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა, კიდევ 3 ათას მასწავლებელს შეეხოს.



თურქეთში პროფესიულ საქმიანობას 850 000 პედაგოგი ეწევა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner