logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როცა საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით
- +

12 ოქტომბერი. 2023. 15:37

 

 

ჩემს მეგობართან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად განვიხილეთ ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

 

მისი თქმით, უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

 

ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როდესაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამ დროს საქართველო არ არის უარეს პირობებში, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკომისიას წარედგინა, ადასტურებს, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს გაწევრიანების პროცესში. ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ასე რომ, ამ შემოდგომაზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - წერს სიიარტო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner