logo_geo
eng_logo
მთაწმინდის რაიონში 2 სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 15:40

 

 

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს.

 

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები დ. ჭონქაძის ქ. N8-სა და შიო მღვიმელის ქ. N3-ში მიმდინარეობს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

 

სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ორივე შენობის ფასადს ჩაუტარდება. აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება აივნებსა და შუშაბანდს. მონოლითური რკინა-ბეტონით სახლების საძირკველი უკვე გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარების დამუშავება კი სპეციალური მასალით მოხდა.

 

ორივე სახლში 16 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება.

 

სამუშაოების განხორციელებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 717 885 ლარი დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner