“მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მოწვევისთვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა”, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა კახეთში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანა ევროკავშირთან უფრო დაახლოებული უნდა იყოს.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია ახორციელებთ ქრისტიანული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. ჩვენ ვიცით თუ რა ბრძოლაა ეს, ჩვენი, უნგრული ისტორიიდან ვიცით როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც საკუთარ რწმენას არ თმობდნენ.
ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებთ მათ. თქვენი დაახლოება ევროკავშირთან გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ორბანმა.