„საქართველოს ბანკი“ პირველ საბავშვო აპლიკაცია - BOG sCoolApp-ში მოსწავლეებს მუდმივად განახლებად სიახლეებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, 12 ოქტომბრიდან მათ BOG sCoolApp-ში „სხვა სამყარო“ დახვდებათ.
„სხვა სამყარო“ sCoolApp-ის თამაშის სახელია, რომელსაც მოსწავლე ეტაპობრივად გაეცნობა. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები დაეხმარებიან გაერკვნენ თამაშის წესებში და გაიარონ სხვადასხვა ეტაპი.
„სხვა სამყაროში“ მოსწავლეებს მოუწევთ ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით უპასუხონ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი ისინი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს - გლითერებს მიიღებენ, რომლის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს მისიების შესრულებასთან ერთად გაეცნობიან.
თამაშში 12 ოქტომბერს დაიწყება და ის სულ აქტუალური იქნება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს, ამისთვის მხოლოდ საჭიროა ჰქონდეს „საქართველოს ბანკის“ პირველი საბავშვო აპლიკაცია. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს აპლიკაცია, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულზე, გადმოწერე BOG sCoolApp და გაიგე, რა ხდება „სხვა სამყაროში“.
აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp-ს უკვე 100 000-მდე რეგისტრირებული მოსწავლე ჰყავს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსების კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ და ამ ყველაფერთან ერთად, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.