logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირში. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას
- +

12 ოქტომბერი. 2023. 17:24

 

 

საქართველო აქტიურად ადგას რეფორმების გზას, ევროკავშირში წევრობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

საქართველო განუხრელად ადგას რეფორმების განხორციელების გზას. ჩვენ არა მარტო 12 პრიორიტეტზე ვმუშაობთ, განუხრელად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ასევე ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველო აქტიურად ადგას რეფორმების გზას, ეს არის ჩვენი მომავალი. რეფორმები არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი, თუნდაც ერთწლიანი. შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან, მეორე მხრივ, ფიზიკურად ვუახლოვდებით.

 

შესაბამისად, საქართველოს საბოლოო მიზანი არის წევრობა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს და მათ ინტერესშია. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირში. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში წევრობისთვის არა მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველომ მიიღოს სარგებელი, არამედ ჩვენც ჩვენი ღირებულება შევიტანოთ ევროპული ოჯახის განვითარებაში. ეს არის ჩვენი კონცეპტუალური მიდგომა და ჩვენი მთავარი ხაზი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის, განვითარების, ეკონომიკური გაჯანსაღებისა მიზანს ემსახურება დღის წესრიგი, რაც გვაქვს. ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ევროპული ინტეგრაცია ურთიერთსარგებელზე დამყარებულ პროცესად მიგვაჩნია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner