logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ახალ ელჩთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით
- +

12 ოქტომბერი. 2023. 17:49

 

 

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას, ვუსურვებთ წარმატებებს. მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

 

ჩვენ დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების რამდენიმე ათწლეული გვაკავშირებს. ელჩს ექნება მნიშვნელოვანი მისია, რომ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner