logo_geo
eng_logo
ისრაელ კაცი: ბლოკადას არ მოვხსნით და არავის აქვს უფლება, მორალი წაგვიკითხოს!
- +

12 ოქტომბერი. 2023. 18:02

 

 

„ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში დარჩება მანამდე, ვიდრე „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელები შინ არ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა.

 

„ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორს? არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, არცერთი წყლის ჰიდრანტი არ გაიხსნება და არცერთი ნავთობმზიდი არ შევა იქ, სანამ გატაცებული ისრაელელები სახლებში არ დაბრუნდებიან“, − წერს კაცი სოციალურ ქსელ X-ის აკაუნტზე.

 

როგორც ის აღნიშნავს, ჰუმანიტარული ნაბიჯი მხოლოდ ჰუმანიტარული ნაბიჯისვე პასუხად შეიძლება გადაიდგას.

 

„და არავის აქვს უფლება, მორალი წაგვიკითხოს“, − ამბობს ისრაელ კაცი.

 

მინისტრის თქმით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ამარაგებდა ღაზის სექტორს ელექტროენერგიით, წყლითა და საწვავით, მაგრამ „მადლობის ნაცვლად, მათ ათასობით მხეცი გაგზავნეს ისრაელში ჩვილების, ქალებისა და მოხუცების დასახოცად, მათზე ძალადობისთვის და გასატაცებლად“.

 

როგორც კაცი ამბობს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ისრაელმა ბლოკადაში მოაქცია ღაზის სექტორი, და ეს ბლოკადა კიდევ უფრო გამკაცრდება, სანამ „ჰამასის“ საფრთხე ისრაელისა და მსოფლიოსთვის მთლიანად არ აღმოიფხვრება“.

 

მანამდე ისრაელის არმიის („ცახალი“) სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ „ცახალი“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ქსელს უტევს, სადაც, ისრაელის ხელისუფლების აზრით, რადიკალებს ტყვედ აყვანილი ებრაელები ჰყავთ გადამალული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner