logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ოპონენტები ხშრად ტერმინებში ვერ ერკვევიან - ორბანისთვის და ზოგადად, უნგრეთის მმართველი პარტიისთვის პრორუსული პარტიის დარქმევა დიდი შეცდომაა
- +

12 ოქტომბერი. 2023. 18:35

 

 

 

ჩვენი ოპონენტები ხშირად ტერმინებში ვერ ერკვევიან. მათი ძირითადი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლებას როგორმე ავნონ და ხანდახან იმ ქვეყანას და იმ ლიდერს აკრიტიკებენ, რომლის ხმა გვჭირდება, რათა ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძალიან დიდი შეცდომაა ორბანისთვის და ზოგადად, უნგრეთის მმართველი პარტიისთვის პრორუსული პარტიის დარქმევა. პრორუსული პარტიები ხელისუფლებებში არ არიან. ჩვენი ოპონენტები ვერ გარკვეულან რა არის კონსერვატორი პოლიტიკოსი და პრორუსი პოლიტიკოსი. დიახ, ვიქტორ ორბანი არის კონსერვატორი პოლიტიკოსი და ის არ არის ერთადერთი, ასეთი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ევროპაში ბევრია. ორბანს რიგ საკითხებზე აქვს განსხვავებული ხედვა. კონსერვატორული იდეოლოგიის პრორუსულობასთან გაიგივება ძალიან დიდი უმეცრებაა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner