logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
- +

12 ოქტომბერი. 2023. 18:49

 

 

2023 წლის 6-8 ოქტომბერს, სტამბოლში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსის პატრონაჟითა და კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „კონსტანტინოპოლი და მცხეთა – საეკლესიო და კულტურული ურთიერთობები“.

 

6 ოქტომბერს, ფანარის საპატრიარქო რეზიდენციაში, მსოფლიო პატრიარქმა საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა და დალოცა სამეცნიერო ფორუმის მონაწილენი. მან ხაზი გაუსვა  კონსტანტინეპოლსა და მცხეთას შორის მრავალსაუკუნოვან და მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობებს.

 

ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელიც მიესალმა ყოვლადუწმიდესს ბართლომეოსსა და სიმპოზიუმის მონაწილეებს. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართა უდიდეს მნიშვნელობას როგორც ეკლესიათა შორის დიალოგსა და ურთიერთობაში, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. რექტორმა მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო სიმპოზიუმს, როგორც შესაძლებლობას სამეცნიერო და საეკლესიო დიალოგისა.

 

გახსნით ცერემონიას ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის მღვდელმთავრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები, მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან და უნივერსიტეტიდან.

 

სიმპოზიუმზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასევე წარმოადგენდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების ურთიერთობა 1977-1991 წლებში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner