logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: უცხოელი დამკვეთი ძლიერია ფინანსურ რესურსში, თუმცა იმის გათვლაში, აქ ვისზე გააკეთოს აქცენტი, დიდი პრობლემა აქვს
- +

12 ოქტომბერი. 2023. 19:52

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ პროცესის შემდეგ განვითარებასაც ვხედავ. ალბათ, შემდეგი შეხვედრა აუქციონის ჩატარების შესახებ იქნება. აუქციონი ჩატარდება მიშა სააკაშვილის პიჯაკების გაყიდვის მიზნით“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

 

 

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა, საქართველოს გაიყვანს სამშვიდობოს.

 

 

ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ პროცესის შემდეგ განვითარებასაც ვხედავ. ალბათ, შემდეგი შეხვედრა აუქციონის ჩატარების შესახებ იქნება. აუქციონი ჩატარდება მიშა სააკაშვილის პიჯაკების გაყიდვის მიზნით. თუკი ეს ოფისი მოაწყვეს, მეტი რაღა დარჩა? მერე დაიწყებენ სააკაშვილის პიჯაკი რამდენად გაიყიდა და ა.შ.

 

 

ბოლო წლებში დავინახე ამ ადამიანების შინაგანი სახე. იმდენად დამოკიდებულები არიან დავალების შესრულებაზე და შესულები არიან როლში, შეიძლება შეგეცოდონ. ჩემს თავთან ვარ წინააღმდეგობაში, შემეცოდოს თუ არ შემეცოდოს, როდესაც ვხედავ მათ ქმედებას.

 

 

არსებული რეალობა სხვაა და ის დავალება, რასაც ამათ აძლევენ აბსოლუტურად სხვაა. ვერანაირად ვერ ჩართეს ქართული საზოგადოება ამ პროცესში. მალე ალბათ სააკაშვილის საცვლების გამოფენასაც დაიწყებენ, ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ ეს პროცესი წინ არ მიდის. მე მაქვს კავშირები და მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან უკმაყოფილოები არიან დავალების დამკვეთები და შემკვეთები ამ ოპოზიციაზე, გაოგნებულები არიან და ამიტომ ჩააჩოჩეს სააკაშვილი და გადავიდნენ პრეზიდენტზე. ეს პროცესები ასე ვითარდება. გუშინ, სოზარ სუბარმაც ისაუბრა ამასთან დაკავშირებით.

 

 

მე პირადად, უფრო მეტად მაშინებს მათი სისუსტე, რაღაც ძალას რომ წარმოადგენდნენ, უფრო სხვა განწყობით ვიქნებოდი. ამათი სისუსტე, რატომ მაშინებს იცით? დამკვეთი ძლიერია. ის ძლიერია რაში? - ფინანსურ რესურსში, თუმცა იმის გათვლაში აქ ვისზე გააკეთოს აქცენტი, დიდი პრობლემა აქვთ. თუმცა რადგან რესურსი აქვთ, ამიტომ არ ჩერდება ეს პროცესი.

 

 

ერთადერთი რამაც წინააღმდეგობა შეგვაძლებინა, ეს არის ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა. ეს ერთიანობა სამშვიდობოს გაგვიყვანს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner