logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვას მიმართ ურყევია
- +

12 ოქტომბერი. 2023. 19:56

ევროკომისიის პრეზიდენტი მოლდოვაშია. ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას პრეზიდენტს შეხვდა და მაია სანდუსთან ერთად დაგეგმილ ანგარიშზე მოლდოვას ევროპულ მომავალზე გააკეთა განცხადება.

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპის გული მოლდოვაში ძალიან ძლიერად ძგერს.

 

 

„მოლდოვამ აჩვენა, თუ რამდენად მონდომებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარმოადგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაფართოების შესახებ და სხვა ქვეყნებთან ერთად ანგარიში შეაფასებს მოლდოვას, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესსა და გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენი შეფასების ანგარიში დაედება საფუძვლად ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან დისკუსიას უკვე დეკემბერში. დისკუსიებს ექნება პირდაპირი კავშირი მოლდოვას, როგორც ევროპული ქვეყნის მომავალზე. ახლა ნება მიბოძეთ ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი, თქვენი პროგრესი შესანიშნავია. შთამბეჭდავია მოლდოვას ძალისხმევა, მონდომება და ეს ხდება თქვენი ხელმძღვანელობით და მოლდოველი ხალხის მიერ გაწეული სამუშაოს დამსახურებით. ჩვენ მადლიერი ვართ ამისთვის. მეორე, მე მოგიწოდებთ ასე აქტიურად გააგრძელოთ თქვენი მონაწილეობა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩვენ შევაფასეთ ბოლო ნაბიჯები, გატარებული რეფორმები, მოლდოვას წინაშე არსებული გამოწვევები. ახლა საკითხზე ფოკუსირების, ძალისხმევის განმტკიცების დროა, რადგან თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ. მოლდოვამ ძალიან გრძელი გზა გაიარა და ეს გააკეთა უდიდესი გამოწვევების, წინააღმდეგობების, დემოკრატიის მიმართ რუსული საფრთხეების, სუვერენიტეტის უგულებელყოფის მცდელობის, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული შეტევების მიუხედავად. ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვას მიმართ ურყევია. ეს მტკიცდება ქმედებებით. მოლდოვა იღებს უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას. საუბარია 2021 წლის ოქტომბრიდან მოლდოვისთვის გამოყოფილ 1, 2 მილიარდი ევროზე და პროცესი გრძელდება. ბედნიერი ვარ გითხრათ, რომ 143 მილიონ ევროს გამოვყოფთ ბიუჯეტის მხარდასაჭერად და მიკრო-საფინანსო დახმარების სახით. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმაც ხორციელდება და 900 მილიონი ევროს მობილიზაცია შევძელით, რაც მოლდოვას ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ინფრასტრუქტურას მოხმარდება, რაც დაახროვებს მოლდოვას ჩვენთან. აქ იგულისხმება მაგალითად ტრანს-ევროპული ქსელი ტრანსპორტისთვის. ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვისთვის დახმარების სპეციფიკურ ზომებზე, რაც მოლდოვას დაეხმარება მედეგობის გაზრდაში. თქვენ დიდი ხანია დაამტკიცეთ, ღირებულებების დაცვით, დემოკრატიით, თავისუფლებით, სოლიდარობის გამოვლენით, რომ თქვენი მომავალი ევროკავშირშია. ომის დაწყებისთანავე მიიღეთ ლტოლვილები მეზობელი უკრაინიდან და მიეცით მათ თავშესაფარი. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ევროპას შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. გავაგრძელოთ მუშაობა, ვამაყობ თქვენს გვერდით დგომით და იმედი გვაქვს მალე მოგესალმებით როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner