logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარიამ ისრაელში ქართულ დიასპორასთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა
- +

12 ოქტომბერი. 2023. 20:34

"თანამემამულეებო, ძალიან ვღელავთ თქვენზე, მაგრამ გვიხარია, რომ მედგრად ხართ და ძალიან ბევრ ინფორმაციას სწორედ თქვენგან ვიღებთ. მშვიდობას გისურვებთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით აკეთებს ყველაფერს ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს ისრაელში და საპატიო კონსულს“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე, რომელიც ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გაიმართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.

 



კომიტეტის თავმჯდომარე ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო. ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ქართული დიასპორის გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.

 



შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner