logo_geo
eng_logo
ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“: მათი დამოკიდებულება ევროკავშირზე - ბუნდოვანია
- +

9 სექტემბერი. 2016. 10:57


 

 

ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა „პატრიოტთა ალიანსზე" ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის დამოკიდებულება ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობის საკითხებზე ბუნდოვანი და გაურკვეველია.

 

„მე გადავავლე თვალი მათ გამონათქვამებს და რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა არ უნდათ, რადგან ის ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია. მათ მაგალითად მოჰყავთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ეს მიგვეღო ჩვენ, რაღა დაგიმალოთ. ძალიან კრიტიკულ გამონათქვამებს აკეთებენ და სკეპტიკურ განწყობები ჩანს ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებენ. ამან უამრავი კითხვა გააჩინა. თუ მათ ევროპა მოსწონთ და თუ საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებას მხარს უჭერენ, ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცენ", - განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილმა მოუწოდა „პატრიოტთა ალიანსს", უფრო მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია, საზოგადოებას კი ურჩია, დააკვირდნენ მათ შეხედულებებს:


„ყველაფერს უნდა დაზუსტება და მათ მე ვთხოვდი, რომ ეს ამომრჩეველთან კარგად დააფიქსირონ, კარგად რომ გავიგოთ, მათ შორის მეც. თუ უსაფრთხოებაზე საუბრობენ და NATO-ზე თანახმა არიან, კეთილი ინებონ და რაღაც სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ. მე გავაგრძელებ და თვალს მივადევნებ და ასევე ვთხოვ საზოგადოებას, კარგად დააფიქსირეთ, რა უნდათ მას და რას გვპირდებიან, რა პოზიციები აქვთ, თუ მოვლენ პოლიტიკაში, საით უნდათ ქვეყნის განვითარება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, - ასე ჰქვია ტელეკომპანია „GDS"-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.



 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner