logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: იოსებ სტალინის მერე საქართველოში ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი არც მინახავს და არც გამიგია
- +

12 ოქტომბერი. 2023. 21:55

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის თქმით, იოსებ სტალინის მერე საქართველოში ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი არც უნახავს და არც გაუგია.

 

 

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არყოფნის 11 წლისთავზე, როგორც ჩანს, მხოლოდ ბელადის ნახმარი ბოტასების შეთავაზება თუ შეუძლიათ ამომრჩევლისთვის.

 

 

იოსებ სტალინის მერე საქართველოში ცოცხალი ადამიანის მემორიალური ოთახი მე არც მინახავს და არც გამიგია. ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არყოფნის 11 წლისთავზე როგორც ჩანს, მხოლოდ ბელადის ნახმარი ბოტასების შეთავაზება თუ შეუძლიათ ამომრჩევლისთვის. ეს არის მათი ფანტაზიის მწვერვალი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner