ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული აშშ-ის მოქალაქეების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის შესახებ ჯონ კირბიმ განაცხადა.
ამასთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, დაკარგულია 14 ამერიკელი.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.