logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ორბანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია
- +

12 ოქტომბერი. 2023. 23:40

"ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

 

„როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ყველამ ვიცით, რომ საჭიროა ოცდაშვიდივე ქვეყნის მხარდაჭერა და ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის. როდესაც ასეთ დროს ვერ მალავ გაღიზიანებას იმის გამო, რომ ბატონი ორბანი გამოხატავს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ეს ყველაფერზე მიანიშნებს. მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად ოპოზიციას აქვს საპირისპირო მიზნები, მათი მიზანია, რომ როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება კონკრეტულად ორბანს და მის შეფასებას, დღეს ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკოსი ე. წ. ექსპერტი ამბობდა, თითქოს ორბანი არის ავტორიტარული მმართველი. ეს ადამიანი არის რეალურად დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში. მინდა, ერთი რამე გითხრათ, რომ ვიქტორ ორბანს სააკაშვილივით და „ნაციონალურ მოძრაობასავით“ არც ადამიანები უწამებია, არც არაადამიანურად ეპყრობოდა ადამიანებს, არც ბიზნესის რეკეტი გაუჩაღებია, არც ტელეკომპანიები მიუტაცებია. მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ვიღაცები ცდილობენ ვიღაცების სტიგმატიზებას და მერე ხდება მარტივად რაღაც იარლიყების მიკერება კონკრეტული ლიდერებისთვის და ვიქტორ ორბანიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. რომ ჩაჰყვე რეალურად, რას გულისხმობენ ავტორიტარიზმში, ვერაფერს ვერ გეტყვიან, მაგრამ ამ ე.წ. ლიბერალებს არ მოსწონთ გამომდინარე მისი კონსერვატიული შეხედულებებიდან და უნდა დაარქვან ავტორიტარული მმართველი, დიქტატორი და ა.შ. როდესაც თვითონ არიან „ნაცმოძრაობასთან ალიანში მყოფი ადამიანები. ეს არის ცარიელი სტიგმატიზება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner