logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპტიმისტურად ვუყურებ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად
- +

12 ოქტომბერი. 2023. 23:41

"ოპტიმისტურად ვუყურებ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„გვქონდა კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან, USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. ცინიკურიც კი იყო. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ახალი ელჩის პირობებში შეიცვლება. არა მარტო ეს, იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner