logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო სერიოზულ შედეგებთან ექნება საქმე
- +

9 სექტემბერი. 2016. 10:59



მსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდის ჩატარებას გმობს. შესაბამისი განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ" გააკეთეს.



აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდის გამო „სერიოზულ შედეგებთან" ექნება საქმე.



ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბირთვული ცდა ჩაატარა.



მომხდართან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner