logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როცა ადამიანი, რომელსაც პროფესორი ჰქვია, ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტი მართავს თავდაცვის ძალებს, წარმოუდგენელი რამეა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 00:02

"ჩვენი მოლოდინი ეფუძნება სამართლებრივ მოცემულობას - 3 დღე დავუთმეთ უმარტივესი კაზუსის ამოხსნას, რადგან ხდებოდა დისკუსიის ხელოვნურად გაბევრება, სინამდვილეში ხდება რა: პრეზიდენტმა განახორციელა სამუშაო ვიზიტი თანხმობის გარეშე, შესაბამისად, დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში აბსურდული განცხადებები გაკეთდა.

 

 

როცა ადამიანი, რომელსაც პროფესორი ჰქვია, ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტი მართავს თავდაცვის ძალებს, წარმოუდგენელი რამეა. ეს არის იგივე იმ უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, სადაც ეს ადამიანი ასწავლის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner