logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილმა ქალმა პოლიციელი დაჭრა
- +

9 სექტემბერი. 2016. 10:59



„BBC"-ის ცნობით, საფრანგეთში ტერორისტული აქტების მზადებაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს, რომელიც პარიზთან მდებარე ქალაქ ბუასი-სენტ-ანტუანში ჩატარდა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალი სამართალდამცველს დანით დაესხა თავს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.



საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, დაკავებულები სავარაუდოდ, ექსტრემისტების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.




ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუშინ სამართალდამცველებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მდგომ ავტომობილში გაზის ბალონები და არაბულ ენაზე დაწერილი დოკუმენტები აღმოაჩინეს.


არსებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის ინესი, სწორედ ამ ავტომანქანა „Peugeot 607"-ის მფლობელის ქალიშვილია.



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner