logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკომისიასთან თითოეულ თემასთან დაკავშირებით, თუ იქნება წარმოდგენილი დამატებითი არგუმენტირებული რეკომენდაციები, ღია ვართ სამსჯელოდ
- +

13 ოქტომბერი. 2023. 09:08

 

 

„ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკომისიასთან თითოეულ თემასთან დაკავშირებით, თუ იქნება წარმოდგენილი დამატებითი არგუმენტირებული რეკომენდაციები, ყველაფერთან დაკავშირებით ღია ვართ სამსჯელოდ. იგივე იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე თუ გვეტყვიან, ამაში რა იგულისხმება კონკრეტულად, რა თქმა უნდა, აქაც ვიმოქმედებთ, მთავარია, გვითხრან, კონკრეტულად რას გულისხმობენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რას გვეუბნება ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც იყო წარმოდგენილი იურიდიულ მოსაზრებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები.

 

„ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამებოდა ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული, რაც ჩანს საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიის დასკვნიდან. ამის მიუხედავად, ჩვენ ვთქვით, რომ კვლავაც მზად ვართ კონსულტაციებისთვის ევროკომისიასთან, დამატებით თუ იქნება საკითხები, რეკომენდაციები, რომლებიც იქნება თავსებადი ევროკავშირში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლებიც იქნება დაფუძნებული სამართლებრივ მოსაზრებებზე, ყველაფერთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია და გავითვალისწინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია. აქაც ვერ ვხედავთ ვერავითარ პრობლემას, ყველაფერი სრულდება ისე, როგორც არის შესასრულებელი.

 

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, რაზეც არის საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში, აქ  ყოველ ჯერზე შეხვედრებიც შედგა, მათ შორის დისტანციური შეხვედრები გაიმართა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და მათ ვთხოვეთ ერთი მარტივი რამ - დაგვიკონკრეტონ რას გულისხმობენ იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში, რატომ არის ეს კონკრეტიკა საჭირო, იქ არის შემადგენლობა, შემადგენლობას რაც შეეხება, თავიდან ბოლომდე ფორმირების წესი შესაბამისობაშია საუკეთესო პრაქტიკასთან, არა მარტო რაღაც მინიმალურ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის ევროსაბჭოს საუკეთესო პრაქტიკასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მიღებული გვაქვს უაღრესად დადებითი შეფასება 2017 წელს, საკონსტიტუციო  რეფორმის ფარგლებში, ასევე 2018 წელს, როცა ვენეციის კომისიამ განიხილა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, აქ ჰქონდათ კონკრეტული რეკომენდაციები, ორი მესამედით მიიღება გადაწყვეტილებები მოსამართლეთა განწესებასთან დაკავშირებით, დანიშვნა/შერჩევასთან დაკავშირებით. ეს ისედაც ასე იყო 2017 წელსაც ასე დარჩა კონსტიტუციაში. ახლა იყო რეკომენდაცია, რომ ეს წესი განგვევრცო ასევე სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე და ასეთი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის დისციპლინური დევნა და ესეც დავამატეთ, ამიერიდან ორი მესამედით მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას.

 

რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნას პირველი და მეორე ინსტანციის დონეზე, აქ იყო რეკომენდაცია, რომ იგივე მაღალი სტანდარტი გავრცელებულიყო, რაც ვრცელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე, ესეც  გავაკეთეთ. ანუ, ერთია ფორმირების წესი, თავიდან ბოლომდე არის თავსებადი ევროსაბჭოს არა მარტო მინიმალურ სტანდარტებთან, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან, რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების წესს, აქაც გვაქვს არა მარტო მინიმალური სტანდარტი, მაღალი სტანდარტი დადგენილი. მაგალითად, რომ ნახოთ მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, ყველაზე გამჭვირვალე, ხანგრძლივი, რთული პროცედურა გვაქვს, რთული კარგი გაგებით, დეტალიზებული პროცედურა დადგენილი ჩვენი კანონით. ამიტომ, მინიმალურ სტანდარტზეც არ არის საუბარი, ყველაზე მაღალი სტანდარტი გვაქვს მაგალითად დადგენილი მოსამართლეთა განწესების შემთხვევაში. ასეთ დროს გვჭირდება კონკრეტიკა“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner