„ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ორბანის ვიზიტი დააკნინოს, ჩვენი ევროპული მისწრაფებების მტერია“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„მისი მყარი მხარდაჭერა არის გზავნილი მთელი ევროპისთვის. ის არის ძალიან გამოცდილი და გავლენიანი პოლიტიკოსი და იცით, რომ ის არის მრავალჯერ არჩეული პრეზიდენტი თავის ქვეყანაში.
ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ორბანის ვიზიტი დააკნინოს, ან შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოში ყოფნის ჟამს, ის არის მტერი ჩვენი ევროპული მისწრაფებების“, - აღნიშნა ოდიშარიამ.