logo_geo
eng_logo
N16 პენიტენციურ დაწესებულებას ლატვიის იუსტიციის მინისტრი ეწვია
- +

9 სექტემბერი. 2016. 11:14



საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციიის წევრებთან ერთად, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.



სტუმრებმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დეტალურად გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. გაესაუბრნენ ხის მხატვრული დამშავების კურსში ჩართულ მსჯავრდებულებს.



დაწესებულებაში ვიზიტის მიზანი პენიტენციური დაწესებულებების მართვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროექტებზე ქართული პრაქტიკის გაცნობა იყო.



ლატვიის პენიტენციურ დაწესებულებათა დირექტორის ილონა სპურეს შეფასებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი პროგრამები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ღირსეულად ინტეგრაციას.



ისტორიულად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულთა მხოლოდ იზოლირება მათი გამოსწორების საწინდარი ვერ გახდება. მნიშვნელოვანია მათთან აქტიურად მუშაობა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვა. ამ მხრივ, აღვნიშნავდი სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ რეაბილიტაციაში ეხმარება, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცევა," - განაცხადა ილონა სპურემ.



ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა. ის სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართა. დღესვე დაგეგმილია ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააფორმება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner