logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 12:21

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ CNN  იუწყება.

 

ლოიდ ოსტინს შეხვედრები დაგეგმილი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან და ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

 

გავრცელებული ცნობით, შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner