logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 13:56

 

 

“[ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი] თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა”, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

პატიმრების გათავისუფლება მარტივი საკითხი არ არის. სხვადასხვა წლებში გვქონდა სხვადასხვა რთული შემთხვევა და ჩვენი პოლიტიკა წარმატებულიც იყო სხვადასხვა დროს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება პატიმრების გათავისუფლება. ეს პოლიტიკური პროცესია. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა ყველა ძალისხმევა იქნება გაწეული, რომ ყველა პატიმარი გათავისუფლდეს. თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner