ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტსა და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„როდესაც ნახეს, რომ არის თუნდაც, ამ ერთი, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მტკიცე მხარდაჭერა, დაიწყეს აგრესიული კამპანია ამ ადამიანის წინააღმდეგ. არადა, თუ მათთვის მართლაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, აქ უნდა დაესვას წერტილი მათ ყოველგვარ ინსინუაციებს, რომლის აგორების მცდელობასაც ამ დღეებში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა სარჯველაძემ.