logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: პაატა მანჯგალაძეს საბჭოთა პერიოდში რომ ეცხოვრა, რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებელის დახვრეტას მოითხოვდა ალბათ, შაჰსა და სულთანსაც ვერ მოესწრო, თორემ ფეხების დაბანას ვერავინ დაასწრებდა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 15:10

 

 

„ეს ტრაგიკომიკური სუბიექტი მაოცებს, თან არცთუ ისე იშვიათად. მისი მცირე, მაგრამ მავნებლური აზროვნებით, თუ ვინმემ თუნდაც სრულიად ლეგიტიმურად ერთი შეკითხვა დასვა, ან უბრალოდ არ დაეთანხმა ამერიკელს ან ევროპელს, ის ავტომატურად „ჰამასის“ ან „ჰესბოლას“ მხარდამჭერია“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, პაატა მანჯგალაძეს საბჭოთა პერიოდში რომ  ეცხოვრა, რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებელის დახვრეტას მოითხოვდა.

 

„ეს ტრაგიკომიკური სუბიექტი მაოცებს, თან არცთუ ისე იშვიათად. მისი მცირე, მაგრამ მავნებლური აზროვნებით, თუ ვინმემ თუნდაც სრულიად ლეგიტიმურად ერთი შეკითხვა დასვა, ან უბრალოდ არ დაეთანხმა ამერიკელს ან ევროპელს, ის ავტომატურად „ჰამასის“ ან „ჰესბოლას“ მხარდამჭერია, ხოლო თუ ცალ ფეხზე იხტუნებ იგივე ამერიკელისა თუ ევროპელის წინ, ავტომატურად პროდასავლელი ხდები? აი, სად აქვს ჩვენ ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა- უცხოელების მიმართ მონური აზროვნების პოლიტიკოსების პოლიტიკაში ყოფნა და მასმედიის მიერ მათი მავნებლურ-ტუტუცური აზრების გავრცელება.

 

ამ  ყოვლად უღირსს, ოთხკუთხედთავიანს საბჭოთა პერიოდში რომ  ეცხოვრა, რიგითი რუსი კომუნისტის გამკრიტიკებელის დახვრეტას მოითხოვდა ალბათ, შაჰსა და სულთანსაც ვერ მოესწრო,  თორემ ფეხების დაბანას  ხომ ვერავინ დაასწრებდა, მით უფრო ხალათითაც თუ იქნებოდა შემოსილი“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner