"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით ახალ პლატფორმას აფუძნებენ.
რადიკალების ინიციატივას ეხმაურებიან მმართველ გუნდში.
"ამას აკეთებენ ადამიანები, ვისაც ნახევარი ცხოვრება სააკაშვილის ნახმარი ბოტასის ჩრდილში აქვს გატარებული. თვითონ ბელადის მონები შინაგანად და მხევლები, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით, აპირებენ რომ სხვაზე გაავრცელონ პასკვილები და ბინძური კამპანია აწარმოონ”, - განაცხადა გია ცაგაერიშვილმა.