logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სათაურზე თუ მიდგება საქმე, ალბათ ჯობდა, დაერქმიათ არა „მონა.ჯი“, არამედ მაგალითად, „რუბლი.ჯი“ ან „ჩაიხადე შარვალი.ჯი“
- +

13 ოქტომბერი. 2023. 15:34

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ ვებპორტალ mona.ge-ს შექმნას გამოეხმაურა.

 

მაჭარაშვილის თქმით, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ამ საიტზე პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრი უნდა ასახოს, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს რუბლებს.

 

„სათაურზე თუ მიდგება საქმე, ალბათ ჯობდა, დაერქმიათ არა „მონა.ჯი“, არამედ მაგალითად, „რუბლი.ჯი“ ან „ჩაიხადე შარვალი.ჯი“. და ამ შემთხვევაში, პირველი იქნებოდნენ ერთიც და მეორეც. როგორ შეიძლება რუსეთთან დაკავშირებით, ხოშტარიამ რამე ვებგვერდი შექმნას და დღემდე რუსეთის ბიუჯეტიდან რუბლების მიმღები მისი ოჯახის წევრი არ შევიდეს აქ. ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყურადღება გასამახვილებელია ასეთი ტიპის ნებისმიერ ქმედებებზე. მათ არა, მაგრამ მათ პატრონებს აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ არეულობის მცდელობა გამოიწვიონ საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner