კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება.
ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვაურებში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოსწორება-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ი/მეწარმე დავით კოშაძე აწარმოებს.
პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს მოსახლეობის მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას.