კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას.
„კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ქ-ნო დანიგენ!
რთულ დროს მოგიწევთ ელჩობა. გარშემო ომია, ქვეყანაში - აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისადმი უნდობლობა, გამოწვეული წინა ელჩის და USAID-ის მავნე პოლიტიკით.
იმედია, გონივრულად მიუდგებით მისიას, აღადგენთ ქართველების შერყეულ ნდობას!“ - წერს გოგა ხაინდრავა.