logo_geo
eng_logo
გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე სკვერის მოწყობა დაასრულა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 15:47

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა. 

 

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.  ორივე სკვერისთვის, ჯამში, 469 911  ლარი დაიხარჯა.

 

ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა  და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო.

 

დასრულებულ პროექტებს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner