logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ბულგარეთის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვართ, წლის ბოლოს ვიზეიმებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე
- +

13 ოქტომბერი. 2023. 16:17

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მარია გაბრიელს შეხვდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური, პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.

 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს რეფორმებს და გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

ძვირფასო მინისტრო, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის. უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ და ევროპის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას და რეალობად აქცია საქართველოს მრავალი თაობის ოცნება. ისტორიული გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება. ეს გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ეს არის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დაუმკვიდრებს საქართველოს ადგილს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner