logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ესხმიან თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები
- +

13 ოქტომბერი. 2023. 17:29

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტსა და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატო-წევრი ქვეყანა და აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ფასდაუდებელი. როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ესხმიან თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი, ვინც სააკაშვილის დიქტატურის შემქმნელები იყვნენ ადრე და სხვაზე საუბრობენ რამეს, ეს პირდაპირ აჩვენებს მათ რეალურ სახეს. ისინი გრძნობენ ძალიან დიდ საფრთხეს, ვინაიდან ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner