logo_geo
eng_logo
მედია: თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელი მოკლა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა
- +

13 ოქტომბერი. 2023. 16:52

 

 

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელი მოკლა, „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ინციდენტი ქალაქ არასის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დღეს მოხდა. თავდასხმა დანით შეიარაღებულმა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ განახორციელა. შედეგად 1 მასწავლებელი დაიღუპა, სკოლის დარაჯი და კიდევ ერთი პედაგოგი კი დაიჭრა.

 

პოლიციის ცნობით, 20 წლის დამნაშავე და ასევე მისი ძმა დაკავებულები არიან. ისინი წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner