logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, „მისტერ ოფშორი“ განაწყენებულია, რომ თავის მიერ კრიმინალური გზებით მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად იყენებენ
- +

13 ოქტომბერი. 2023. 17:33

 

 

ლარნაკაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და პარტიის მენეჯმენტის დავით კეზერაშვილთან 3-დღიან შეხვედრებთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება.

 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს კვიპროსში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა.

 

"ხაბეიშვილისა და დაბრუნებულების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ კვიპროსში. როგორც ჩანს, მისტერ ოფშორი განაწყენებულია, რომ თავის მიერ კრიმინალური გზებით მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად იყენებენ. საბოლოო ჯამში, ეს ენმ-ისა და ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს. ქვეყანა დაკავებულია პროგრესის უზრუნველყოფით და ეს ადამიანები კლანური მმართველობით კავდებიან," - აცხადებს იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner